რაფაელ ნადალმა იოლი მოგებით დაიწყო მონტე კარლოს „მასტერსი“ #1TVSPORT
რაფაელ ნადალმა იოლი მოგებით დაიწყო მონტე კარლოს „მასტერსი“ #1TVSPORT

ესპანელმა რაფაელ ნადალმა დამაჯერებელი სტარტი აიღო მონტე კარლოს „მასტერსზე“. ტურნირის 11-გზის ჩემპიონმა არგენტინელი ფედერიკო დელბონისი ორ სეტში გაანადგურა – 6:1, 6:2.

პირველ სეტში ნადალმა ორი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ორივე გამოიყენა. დელბონისმა მხოლოდ 0:5-ზე შეძლო პირველი გეიმის აღება. საწყის პარტიაში არგენტინელმა თავის გეიმებში მხოლოდ რვა ქულა აიღო, ნადალმა კი საკუთარ მოწოდებაზე ხუთი ქულა დათმო.

ესპანელმა მეორე სეტიც მძლავრად დაიწყო და თავიდანვე ორმაგი ბრეიკით გავიდა წინ. და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო დელბონისმა ნადალისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ჯერ მეოთხე ცდაზე აიღო მეოთხე გეიმში პირველი ბრეიკი, შემდეგ საკუთარი გეიმიც მოიგო და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. თუმცა, ეს არგენტინელის ბოლო გაბრძოლება და ნადალის ბოლო ჩავარდნა აღმოჩნდა – რაფამ ზედიზედ სამი გეიმი მოიგო და საათსა და 22 წუთში მოიპოვა მერვედფინალის საგზური. ამ ეტაპზე მისი მეტოქე ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი იქნება, რომელმაც ორ სეტში მოუგო ფრანგ ჟერემი შარდის.