რაფაელ ნადალიმ იდეალური ჩოგბურთელი გამოიყვანა
რაფაელ ნადალიმ იდეალური ჩოგბურთელი გამოიყვანა

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალიმ რამდენიმე ჩოგბურთელისგან იდეალური მოთამაშე შეადგინა. მსოფლიოს მეორე ნომრის მიერ შედგენილ ეტალონში შერწყმულია სხვადასხვა ჩოგბურთელის ტექნიკური თვისებები.

„ალბათ მოწოდება ისეთი უნდა იყოს, როგორიც ივო კარლოვიჩს აქვს. ფორჰენდი როჯერ ფედერერისგან უნდა იყოს, ბექჰენდი – ნოვაკ ჯოკოვიჩისგან. მიღებაზე თამაში – ისევ ნოვაკისგან. სისწრაფე კი გაელ მონფისისგან უნდა ავიღოთ. თუ საჩოგბურთო ჭკუაზე ვილაპარაკებთ, აქ უნდა ვახსენო როჯერი, ნოვაკი და საკუთარი თავი. გაჩნდება თუ არა ესპანეთში ახალი ნადალი? არ ვიცი, მაგრამ ვიმედოვნებ ამას. კარგი იქნება ქვეყნისთვის, თუ ვინმე ჩემზე უკეთ ითამაშებს. ამიტომაც, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ახალ თაობას“.