რაფაელ ნადალმა დაადასტურა, რომ მამა გახდება #1TVSPORT
რაფაელ ნადალმა დაადასტურა, რომ მამა გახდება #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა დაადასტურა პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას და მის ცოლს ჩისკა პერელიას პირველი შვილი ეყოლებათ.

„თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, მამა გავხდები. მე არ ვარ მიჩვეული საკუთარ პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს, რათა ამ თემაზე ნაკლები იყოს ცნობილი. არ მგონია, რომ ამ მოვლენამ იმოქმედოს ჩემს პროფესიულ კარიერაზე“, – განაცხადა ნადალმა.

36 წლის რაფამ და 33 წლის ჩისკამ 14-წლიანი ურთიერთობის შემდეგ 2019 წლის ოქტომბერში იქორწინეს.