რაფაელ ნადალმა და პაუ გასოლმა ესპანელ სპორტსმენებს კორონავირუსთან ბრძოლისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდეს
რაფაელ ნადალმა და პაუ გასოლმა ესპანელ სპორტსმენებს კორონავირუსთან ბრძოლისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდეს

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა გააერთიანა თავისი ძალისხმევა კალათბურთელ პაუ გასოლთან. მათ წამოიწყეს აქცია, რომელიც მიმართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისკენ.

ორმა ცნობილმა ესპანელმა სპორტსმენმა მოუწოდა თანამემამულეებს – ფული შესწირონ „წითელი ჯვრის“ ესპანურ განყოფილებას. გასოლსა და ნადალს განზრახული აქვთ 11 მილიონი ევროს შეკრება და ორივემ უკვე გაიღო სოლიდური თანხა ამ ორგანიზაციისთვის.

„ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა დავხმარებოდი შექმნილ სიტუაციაში ადამიანებს. ესპანელ მოქალაქეებს არასოდეს დაუღალატებიათ ქვეყნის სპორტსმენები, ასე რომ, ახლა ჩვენი ჯერია მათ სიკეთით გადავუხადოთ.

მე და ჩემი მეგობარი პაუ გასოლი დარწმუნებული ვართ, რომ მთელს ესპანურ სპორტს ძალუძს გაერთიანება. ჩვენ ორივემ გავიღეთ თანხა და მჯერა, რომ შევძლებთ ერთად მთავარი გამარჯვების მოპოვებას“, – განაცხადა ნადალმა ტვიტერში განთავსებულ ვიდეოში.

მოგვიანებით, საკუთარი მოწოდებები გაავრცელეს გასოლმა, ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ იკერ კასილიასმა და „სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ.

დატოვე კომენტარი