რაფაელ ნადალმა ბრისბენის ტურნირის მეორე წრე დამაჯერებლად გაიარა #1TVSPORT
რაფაელ ნადალმა ბრისბენის ტურნირის მეორე წრე დამაჯერებლად გაიარა #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი, რომელიც 11-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა სპორტს, ბრისბენის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

მერვედფინალში ესპანელმა ჩოგბურთელმა ძალიან დამაჯერებლად გაიარა ავსტრალიელი ჯეისონ კუბლერის ბარიერი. ნადალმა საათსა და 21 წუთში მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო მეტოქეს – 6:1, 6:2.

რაფამ მძლავრად დაიწყო შეხვედრა და პირველ სეტში 5:0 დაწინაურება მოახერხა. მას მხოლოდ სეტზე ჩაწოდებისას შეექმნა პრობლემები, როცა 0:40 ჩამორჩა, მაგრამ შეძლო გეიმის გადარჩენა და პარტიის მოგება.

მეორე სეტში ნადალი პირველივე გეიმში ბრეიკით დაწინაურდა, პარტიის ბოლოს კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე კიდევ ერთი ავსტრალიელი ჯორდან ტომპსონი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბრისბენის ტურნირის პირველ წრეში რაფაელ ნადალმა ასევე ორ სეტში მოუგო ავსტრიელ დომინიკ ტიმს – 7:5, 6:1.