რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია სამ სეტში მოგებით დაიწყო

10:28, 14.01.2019

ავსტრალიის ღია პირველობის პირველ სათამაშო დღეს, თავისი პირველი მატჩი ჩაატარა ესპანელმა რაფაელ ნადალმა. მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ავსტრალიელ ჯეიმს დაკუორტს ხვდებოდა, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 237-ე ადგილზეა.

მასპინძელმა ორი საათი და 17 წუთი, ესპანელის წინააღმდეგ ბრძოლა მოახერხა​, მეორე სეტში ბრეიკითაც კი ლიდერობდა, მესამეში მატჩზე არ ჩააწოდებინა მეტოქეს, მაგრამ მაინც სამ სეტში დამარცხდა – 4:6, 3:6, 5:7.

ნადალმა 12-დან ექვსი ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო, დაკუორტმა – სამიდან ორის.

მსგავსი