რაფაელ ნადალმა არ გამორიცხა, რომ ჯოკოვიჩთან მეოთხედფინალი, შესაძლოა, ბოლო იყოს მის კარიერაში #1TVSPORT
რაფაელ ნადალმა არ გამორიცხა, რომ ჯოკოვიჩთან მეოთხედფინალი, შესაძლოა, ბოლო იყოს მის კარიერაში #1TVSPORT

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ როლან გაროსის მეოთხედფინალური მატჩზე საკუთარი მოლოდინის შესახებ ილაპარაკა.

„მე მეოთხედფინალში ვარ და უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ იმით, რომ ისევ ვთამაშობ აქ. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ არ ვიცი, იქნება თუ არა ჩემი მომდევნო მატჩი ბოლო თამაში კარიერაში.

ისევ გავიარე ფეხთან დაკავშირებით პრობლემები. არ ვიცი, რა მოხდება ჩემს კარიერაში უახლოეს მომავალში, ამიტომაც ვცდილობ სიამოვნება მივიღო და მაქსიმალურად დავიხარჯო“, – მოჰყავს ნადალის სიტყვები Yahoo! Sport-ს.

ნადალმა როლან გაროსის მერვედფინალში ხუთ სეტში დაამარცხა კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი, ჯოკოვიჩმა კი სამ სეტში მოუგო არგენტინელ დიეგო შვარცმანს. მეოთხედფინალში სერბი და ესპანელი 59-ედ ითამაშებენ ერთმანეთის წინააღმდეგ პროფესიულ ტურში. მათ დაპირისპირებაში ჯოკოვიჩი წინ არის – 30:28.