რაფაელ ნადალიმ ალექსანდრ ზვერევთან უშანსოდ წააგო
რაფაელ ნადალიმ ალექსანდრ ზვერევთან უშანსოდ წააგო

ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე A ჯგუფში პირველი ტურის მეორე მატჩი გაიმართა. მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი გერმანელ ალექსანდრ ზვერევს ხვდებოდა, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.

ამ შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა და ზვერევმა საათსა და 25 წუთში ორ სეტში მოიგო – 6:4, 6:2. გერმანელმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე და ლეგენდარულ ესპანელს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა, თავად კი ოთხიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ეს იყო ამ ჩოგბურთელთა მეექვსე დაპირისპირება პროფესიულ ტურში და ზვერევმა პირველად მოუგო ნადალს.

შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფის პირველ მატჩში სტეფანოს ციციპასმა ორ სეტში – 7:6, 6:4 მოუგო რუს დანიილ მედვედევს.