რაფაელ ნადალმა აკაპულკოს ტიტული სეტის წაუგებლად აიღო
რაფაელ ნადალმა აკაპულკოს ტიტული სეტის წაუგებლად აიღო

მექსიკის ქალაქ აკაპულკოს ATP500 კატეგორიის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა ესპანელი რაფაელ ნადალი. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა მთელი დისტანცია ისე გაიარა, რომ არც ერთ სეტი არ წააგო, ფინალში კი დამაჯერებლად დაამარცხა ამერიკელი ტეილორ ფრიტცი – 6:3, 6:2.

ნადალმა საკუთარ გეიმებში მეტოქეს შანსი არ მისცა – პირველი მოწოდებაზე ხუთი ქულა წააგო, მეორეზე – ოთხი. ფრიტცმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო, რომელიც ვერ გამოიყენა, ნადალმა კი შვიდი ბრეიკ-პოინტიდან სამის რეალიზება შეძლო.

ნადალისთვის ეს იყო სეზონში პირველი და კარიერაში 85-ე ტიტული. 33 წლის რაფაელმა მესამე მოიგო აკაპულკოს ტურნირი. მანამდე მან ეს 2005 და 2013 წლებში შეძლო, როცა კორტის საფარი გრუნტი იყო, ახლა კი აქ ჰარდზე თამაშობენ.