რაფაელ ნადალის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი კვირას გაირკვევა
რაფაელ ნადალის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი კვირას გაირკვევა

მსოფლიოს პირველი ჩოგანის, რაფაელ ნადალის ექიმმა ანხელ-რუის კოტორომ  გაზეთ „ელ პაისთან“ ჩოგბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. კოტორომ განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ნადალის წლის შემაჯამებელ ტურნირში თამაშს შესახებ, მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებენ. ჩემპიონატი ლონდონში გაიმართება და ნადალი ბრიტანეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდა.

„ჩვენ დავასრულეთ მკურნალობის ყველა ფაზა და კვირის ბოლოს დაველოდებით. დღეს, რაფას შეუძლია ვარჯიში დაიწყოს. ყოველდღიურად ტურნირზე გამოსვლის შესაძლებლობებზე ჩვენ უფრო მკაფიო წარმოდგენა გვექნება. შაბათს ან კვირას ზუსტად გვეცოდინება მისი საკითხი“, – განაცხადა კოტორომ.

წილისყრის შედეგად, რაფაელ ნადალი წლის შემაჯამებელ ტურნირზე რუს დანიილ მედვედევთან, ბერძენ სტეფანოს ციციპასთან და გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან იასპარეზებს.