რაფაელ ნადალი ზედიზედ მესამედ გახდა „წლის ჯენტლმენი“
რაფაელ ნადალი ზედიზედ მესამედ გახდა „წლის ჯენტლმენი“

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მიიღო პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) პრიზი – „წლის ჯენტლმენი“. ეს ჯილდო ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელის სტეფან ედბერგის სახელს ატარებს.

ნომინანტებს შორის იყვნენ – არგენტინელი დიეგო შვარცმანი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი და ავსტრალიელი ჯონ მილმენი.

ესპანელმა ჩოგბურთელმა ეს პრიზი ზედიზედ მესამედ მოიგო. ყველაზე ბევრჯერ „წლის ჯენტლმენი“ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ყოფილა – 13. წელს ლეგენდა ბოლო 18 წელიწადში პირველად ვერ მოხვდა ნომინანტებს შორის.

თავად სტეფან ედბერგმა კარიერის განმავლობაში „წლის ჯენტლმენის“ პრიზი ხუთჯერ მიიღო – 1988, 1989, 1990, 1992 და 1995 წლებში.

დატოვე კომენტარი