რაფაელ ნადალი - უიმბლდონზე თამაშს ვაპირებ #1TVSPORT
რაფაელ ნადალი - უიმბლდონზე თამაშს ვაპირებ #1TVSPORT

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ გეგმაში აქვს უიმბლდონზე თამაში. შეგახსენებთ, რომ „დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის მფლობელს როლან გაროსის მსვლელობისას ტერფის ტრავმა გაურთულდა.

„გავემგზავრები უიმბლდონზე და დავაკვირდები, როგორ წავა საქმეები. რამდენიმე საგამოფენო შეხვედრას ჩავატარებ ჰერლინგემში და მოგვიანებით მივიღებ გადაწყვეტილებას.

უკვე ერთი კვირაა აღარ ვკოჭლობ და ეს ძალიან მიხარია. მკურნალობისას გარკვეული ცვლილებები შევამჩნიე. უცნაური შეგრძნებები მაქვს, ხანდახან ფეხს ვერ ვგრძნობ, მაგრამ ტკივილი, რომელიც ფეხზე დაყრდნობის საშუალებას არ მაძლევდა, ჩაცხრა.

უკვე ერთი კვირაა ტკივილს ვერ ვგრძნობ. ვვარჯიშობ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უიმბლდონზე თამაშის შანსი მომეცა“, – მოჰყავს ნადალის სიტყვები გამოცემა Majorca-ს.

უიმბლდონი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების გარეშე 27 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართება.

დატოვე კომენტარი