რაფაელ ნადალი უიმბლდონსა და ტოკიოს ოლიმპიადას გამოტოვებს #1TVSPORT
რაფაელ ნადალი უიმბლდონსა და ტოკიოს ოლიმპიადას გამოტოვებს #1TVSPORT

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ გამოტოვებს უიმბლდონსა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს.

„მივიღე გადაწყვეტილება და არ მივიღებ მონაწილეობას უიმბლდონისა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საჩოგბურთო ტურნირებში. ეს ყოველთვის რთული არჩევანია, მაგრამ მივენდე საკუთარ ორგანიზმს, განვიხილე ჩემს გუნდთან და მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი.

ჩემი მიზანია – მაქსიმალურად გავაგრძელო კარიერა და გავაკეთო ისე, რომ ბედნიერი ვიყო. ამაში იგულისხმება უმაღლეს დონეზე თამაში და ტიტულებისთვის ბრძოლა“, – დაწერა 35 წლის ნადალმა საკუთარ „ტვიტერში“.

2021 წლის სეზონში ესპანელმა მეოთხედფინალამდე მიაღწია ავსტრალიის ღიაზე, როლან გაროსზე კი ნახევარფინალში წააგო ნოვაკ ჯოკოვიჩთან.

რაფაელ ნადალი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია: 2008 წელს, პეკინში ოქროს მედალი მოიპოვა ერთეულებში, 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროში მარკ ლოპესთან ერთად წყვილებში იმარჯვა.

უიმბლდონი 2021 წელს 28 ივნისიდან 5 ივლისამდე გაიმართება, ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირი კი 26 ივლისს დაიწყება.

დატოვე კომენტარი