რაფაელ ნადალი საკუთარ თავს პრივილეგირებულად არ მიიჩნევს
რაფაელ ნადალი საკუთარ თავს პრივილეგირებულად არ მიიჩნევს

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა კომენტარი გაუკეთა ავსტრალიაში ჩოგბურთელთა საკარანტინე პირობებს. ის და სხვა ტოპ-ჩოგბურთელები იზოლაციაში ქალაქ ადელაიდაში იმყოფებიან, დანარჩენი ჩოგბურთელები მელბურნში არიან განთავსებულნი. ზოგიერთი ამას უსამართლობას უწოდებს.

„მე შემიძლია გავიგო და პატივი ვცე პრეტენზიებს. მაგრამ სად გადის პრივილეგიების ზღვარი? ჩვენ ადელაიდაში უკეთესი პირობები გვაქვს, ვიდრე უმრავლესობას მელბურნში. მაგრამ მელბურნშიც ვიღაცას დიდი ნომერი ერგო, სადაც შეიძლება ფიზიკურად მომზადება, სხვებს პატარა ნომრები შეხვდათ, თან მწვრთნელთან შეხვედრის საშუალება არ აქვთ. სად არის ზღვარი?

ჩვეულებრივ, ადამიანები პროტესტს გამოთქვამენ, როცა ერთ კონკრეტულ მდგომარეობაში იმყოფებიან, სხვები – განსხვავებულ მდგომარეობაში. მომისმენია პრეტენზიები ადელაიდის კარანტინზე, მაგრამ არ მსმენია, რომ მელბურნში კარგი ნომრის მქონეს ხაზი გაესვას ამისთვის ან გაეპროტესტებინოს ის, რომ ბევრ ჩოგბურთელს ვარჯიში არ შეუძლია. ყველანი ზემოთ იხედებიან და საკუთარ თავს დაჩაგრულად და განაწყენებულად მიიჩნევენ. არავინ იხედება ქვემოთ და არ მიიჩევს საკუთარ თავს პრივილეგირებულად.

ჩვენ ყველანი ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ. მაგრამ ზოგიერთს მუდმივად სჭირდება იმაზე ლაპარაკი, თუ რას აკეთებენ სხვებისთვის. მეორენი ჩუმად მოქმედებენ და ყურადღებას არ იპყრობენ“, – განაცხადა ესპანელმა ჩოგბურთელმა ESPN-თან კომენტარში.

ავსტრალიის ღია პირველობა 8 თებერვალს დაიწყება.