რაფაელ ნადალი როტერდამის ტურნირს გამოტოვებს
მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი ვერ ითამაშებს ნიდერლანდებში როტერდამის ტურნირზე. მიზეზი ზურგის ტრავმაა. ამის შესახებ ესპანელმა საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა.
It is with great sadness that I have to forfeit from Rotterdam. As most of the fans know, I suffered some back problems in Australia that started in Adelaide and continued during Melbourne. We found a temporary solution that allowed me to play without pain in the second week 👇🏻
— Rafa Nadal (@RafaelNadal) February 25, 2021
„სამწუხაროდ, უარი უნდა ვთქვა როტერდამის ტურნირში თამაშზე. როგორც ფანებისთვის არის ცნობილი, ავსტრალიაში ზურგთან დაკავშირებული სირთულეები მქონდა. ჩვენ პრობლემა დროებით გადავჭერით, რამაც ტკივილის გარეშე თამაშის საშუალება მომცა. ესპანეთში დაბრუნების შემდეგ, ექიმს მივაკითხე და გუნდთან ერთად იმ გადაწყვეტილებამდე მივედით, რომ არ ვითამაშო ამ ტურნირზე“, – დაწერა ნადალმა.
რაფაელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც ბერძენ სტეფანოს ციციპასთან წააგო.
როტერდამის ტურნირი 1-7 მარტს გაიმართება.