რაფაელ ნადალი როლან გაროსზე ითამაშებს #1TVSPORT
რაფაელ ნადალი როლან გაროსზე ითამაშებს #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, რაფაელ ნადალის ბიძამ და ყოფილმა მწვრთნელმა, ტონი ნადალმა განაცხადა, რომ რაფა ითამაშებს 2023 წლის როლან გაროსზე, მანამდე კი ძალებს მოსინჯავს რომის „მასტერსზე“.

„ის ითამაშებს როლან გაროსზე. ამ ტურნირზე მისი ამბიციების შეფასება მოხდება იმის მიხედვით, როგორ ჩაატარებს ბოლო ვარჯიშებს და როგორ გამოვა რომში.

რაფა არ ფიქრობს კარიერის დასრულებაზე. მას, უბრალოდ, სურს, კარგად დაისვენოს და გააგრძელოს გამოსვლა პროფესიულ ტურში, რადგან მისი განწყობა ჩოგბურთის მიმართ არ შეცვლილა“, – მოჰყავს ტონი ნადალის სიტყვები გაზეთ Marca-ს.

შეგახსენებთ, რომ ნადალს ტრავმის გამო იანვრის შემდეგ არ უთამაშია. რომის „მასტერსი“ 36 წლის ჩოგბურთელისთვის პირველი ტურნირი იქნება გრუნტის კორტებზე.