რაფაელ ნადალი - ნაკლებად ვარ დარწმუნებული, რომ ძველ დონეზე დავბრუნდები #1TVSPORT
რაფაელ ნადალი - ნაკლებად ვარ დარწმუნებული, რომ ძველ დონეზე დავბრუნდები #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ილაპარაკა დაზიანებული ტერფის აღდგენის პროცესზე.

„სიმართლე გითხრათ, უკეთესი დროებაც ყოფილა. ტერფი ჯერ ისევ მტკივა. ახლა ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი თანდათან ნორმაში დაბრუნდება, თუმცა რთული გზის ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფები. ამასთან, სრულად განწყობილი ვარ იმისთვის, რომ ეს გზა ბოლომდე გავიარო და ისევ მქონდეს საშუალება ვიბრძოლო უმაღლეს დონეზე.

კარიერის განმავლობაში მქონდა ფანტასტიკური ეპიზოდები, დიდი ტიტულები, მაგრამ ასევე იყო ბევრი ტრავმა. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვიცოდი, რომ შევძლებდი დაბრუნებას. ამ მომენტისთვის ამგვარი დამაჯერებლობა ნაკლებია, მაგრამ მაინც ვაგრძელებ პოზიტიურად ფიქრს“, – განაცხადა ნადალმა Tennis Head-თან კომენტარში.

დატოვე კომენტარი