მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა არ გამორიცხა, რომ მომავალში შეიძლება მწვრთნელი გახდეს.
„არასოდეს თქვა არასოდეს. დღეს ჯერ ნაადრევია ასეთ რამეებზე ფიქრი. მე უბრალოდ უნდა დავგეგმო საკუთარი ცხოვრება.
დღეს ვერ ვხედავ მსგავს პროექტში საკუთარ თავს, მაგრამ არ ვიცი, როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება ერთი, ორი ან სამი წლის წინ“, – მოჰყავს ნადალის სიტყვები სააგენტო Arab News-ს.