რაფაელ ნადალი მომავალ კვირას კორტზე დაბრუნდება

17:52, 10.09.2020

მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი შვიდთვიანი პაუზის შემდეგ კორტზე ბრუნდება. ესპანელი ჩოგბურთელმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა რომის „მასტერსზე“ თამაში. ტურნირი 14-21 სექტემბერს გაიმართება.

„ფორო იტალიკო” ყოველთვის იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილი, მაგრამ წელს ამ ტურნირს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ტურნირებს დავუბრუნდები“, – განაცხადა ნადალმა.

ესპანელი ჩოგბურთელი ტოვებს ამ დღეებში მიმდინარე აშშ-ის ღია პირველობას. ნადალი ფიქრობდა სეზონის დარჩენილი ნაწილის მთლიანად გამოტოვებას, მაგრამ გასულ კვირას დაადასტურა „დიდი სლემის“ ტურნირზე – როლან გაროსზე თამაში.

მსგავსი