რაფაელ ნადალი მელბურნის ტურნირის ფინალში გავიდა #1TVSPORT
რაფაელ ნადალი მელბურნის ტურნირის ფინალში გავიდა #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ქალაქ მელბურნის ATP250 კატეგორიის ტურნირის ფინალში გააღწია. ესპანელი ჩოგბურთელი ნახევარფინალში მსოფლიოს 95-ე ჩოგანს, ფინელ ემილ რუუსვორის ხვდებოდა და საათსა და 56 წუთში 6:4, 7:5 მოიგო.

პირველ სეტში ნადალმა მეათე გეიმში შესრულებული ბრეიკით მოიგო. მეორეში ესპანელი ბრეიკით 5:3-ს იგებდა, მაგრამ მატჩზე ვერ ჩააწოდა და მეტოქეს უკუბრეიკის საშუალება მისცა. მე-11 გეიმში რაფას ფარული სეტბოლის მოგერიებაც მოუწია. საბოლოოდ, ესპანელმა მე-12 გეიმში გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ რუუსვორის უფრო მეტი ბრეიკპოინტი ჰქონდა, მაგრამ ექვსიდან მხოლოდ ერთი შანსი გამოიყენა, ნადალმა – ოთხიდან სამი.

ფინალში ნადალის მეტოქე ნაკლებად ცნობილი ამერიკელი მაქსიმ კრესი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი დაამარცხა.