რაფაელ ნადალი - მე და როჯერს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს
რაფაელ ნადალი - მე და როჯერს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს

ამასობაში, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ილაპარაკა თავისი ურთიერთობის შესახებ როჯერ ფედერერთან. კარიერის განმავლობაში მათ „დიდი სლემის“ 20-20 ტურნირი მოიგეს.

„მე და როჯერს უკვე მრავალი წელია შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. აღფრთოვანებული ვართ ერთმანეთით. ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი განვიცადეთ კარიერაში, ჩვენი მატჩები დიდი დაპირისპირებად ვაქციეთ, რაც გაცდა ჩოგბურთის საზღვრებს. ჩვენ ამას ვაფასებთ.

„დიდი სლემის“ ტიტულების რაოდენობით როჯერთან გათანაბრება – ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ეს უდიდესი პატივია. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ჩოგბურთს ვთამაშობთ, მეტი არაფერი. ცხოვრება გაცილებით სასიამოვნოა, როცა კარგი ურთიერთობა გაქვს მეტოქეებთან. შესანიშნავი ატმოსფერო გასახდელში, სხვა მოთამაშეებთან ურთიერთობის შესაძლებლობა – ტურნირებს უფრო სასიამოვნოს ხდის, ვიდრე ეს არის პრინციპული დაპირისპირება“, – განაცხადა ნადალმა.