რაფაელ ნადალი მალიორკაზე სტიქიას ებრძვის
მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი კეთილი საქმეებით არის დაკავებული. 9-10 ოქტომბერს, კუნძულ მალიორკაზე დიდი წყალდიდობა იყო. სხვადასხვა წყაროს ცნობით, სტიქიამ ცხრა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ 22 ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.
რაფაელ ნადალი პირადად არის ჩართული სამაშველო სამუშაოებში. გარდა ამისა, ქალაქ მანაკორში მისი საჩოგბურთო აკადემია დროებითი საცხოვრებელი გახდა მათთვის, ვინც სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩა.
„ნაღვლიანი დღეა მალიორკასთვის. ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა სან ლორენსოში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ ყველას ვთავაზობთ დახმარებას, ვინც საცხოვრებლის გარეშე დარჩა,“ – დაწერა „ტვიტერზე“ ნადალმა.
Día triste en Mallorca. Mi más sincera condolencia a los familiares de los fallecidos y heridos por las graves inundaciones en San Llorenç. Tal y como hicimos ayer volvemos a ofrecer hoy las instalaciones de @rnadalacademy para todos los afectados que necesiten alojamiento
— Rafa Nadal (@RafaelNadal) October 10, 2018
მანაკორი – რაფაელის მშობლიური ქალაქია. ჩოგბურთელმა საკუთარი საჩოგბურთო აკადემია 2016 წლის მაისში გახსნა.