რაფაელ ნადალი „დიდი ტიტულებით“ ფედერერსა და ჯოკოვიჩს გაუთანაბრდა
რაფაელ ნადალი „დიდი ტიტულებით“ ფედერერსა და ჯოკოვიჩს გაუთანაბრდა

1ნიუ იორკში ტრიუმფის შემდეგ, ნადალი გაუთანაბრდა „დიდი ტიტულების“ (მოგებები „დიდ სლემზე“, „მასტერსებზე“, წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში) რაოდენობით როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს. თითოეულს 54 „დიდი ტიტული“ აქვს.

რაფაელ ნადალმა 2019 წელს ოთხი „დიდი ტიტული“ მოიპოვა – როლან გაროსი, რომისა და მონრეალის „მასტერსები“ და აშშ-ის ღია. მან 54 ტიტული მოიგო 182 შესაძლებლიდან. ზუსტად ასეთი შედეგი აქვს ნოვაკ ჯოკოვიჩს. რაც შეეხება ფედერერს, მასაც 54 „დიდი ტიტული“ აქვს, ოღონდ 231 შესაძლებლიდან.

„დიდი ტიტულების“ რაოდენობით ტოპ-ექვსეული (დიდი სლემი+წლის შემაჯამებელი+მასტერსი=სულ):

1. როჯერ ფედერერი – 20+6+28=54

2. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 16+5+33=54

3. რაფაელ ნადალი – 19+0+35=54

4. პიტ სამპრასი – 14+5+11=30

5. ანდრე აგასი – 8+1+17=26

6. ენდი მარეი – 3+1+14=18