რაფაელ ნადალი ჩოგბურთს ორი წაგებით დაუბრუნდა #1TVSPORT
რაფაელ ნადალი ჩოგბურთს ორი წაგებით დაუბრუნდა #1TVSPORT

წარუმატებელი გამოვიდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რაფაელ ნადალის კორტზე დაბრუნება. ესპანელმა ჩოგბურთელმა აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირში (Mubadala World Tennis Championship) მიიღო მონაწილეობა და ორიდან ორი შეხვედრა წააგო.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნახევარფინალიდან ჩაება ტურნირში. ამ ეტაპზე მან საათი და 50 წუთი ებრძოლა ბრიტანელ ენდი მარეის და 3:6, 5:7 დამარცხდა.

ამის შემდეგ, ნადალი მესამე ადგილისთვის მატჩში კანადელ დენის შაპოვალოვს შეხვდა და მასთან სამ სეტში წააგო – 7:6, 3:6, 6:10.

ტურნირის შემდეგ ნადალმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული გაემგზავრება თუ არა ავსტრალიის ღიაზე სათამაშოდ:

„გუნდთან უნდა მივილაპარაკო. უნდა დავაკვირდე – რა მდგომარეობაში იქნება ორგანიზმი ამ მატჩების შემდეგ. ვგეგმავ ავსტრალიაში გამგზავრებას, მაგრამ 100-პროცენტიან გარანტიას ვერ ვიძლევი. მაქვს დრო გადაწყვეტილების მისაღებად“.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ნადალი აგვისტოს შემდეგ არ ყოფილა კორტზე, როცა ფეხის ტრავმის გამო, 2021 წლის სეზონის ვადაზე ადრე დასრულების შესახებ გამოაცხადა.