რაფაელ ნადალი - ჩოგბურთი სულ უფრო სწრაფი ხდება, მალე მატჩების ბედს მხოლოდ მოწოდება გადაწყვეტს #1TVSPORT
რაფაელ ნადალი - ჩოგბურთი სულ უფრო სწრაფი ხდება, მალე მატჩების ბედს მხოლოდ მოწოდება გადაწყვეტს #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ილაპარაკა იმის შესახებ, როგორ შეიცვალა ჩოგბურთი ბოლო წლების განმავლობაში.

„ადრე დიდ როლს თამაშობდა აზროვნება და ტაქტიკა. თითოეული ქულა დროსა და მოთმინებას ითხოვდა. ეს აკლია თანამედროვე ჩოგბურთს. თუ გრუნტზე ეს ყველაფერი ჯერ ისევ აქტუალურია, ბალახსა და ჰარდზე – უკვე ასე არ არის. ჩოგბურთი სულ უფრო სწრაფი ხდება.

თუ არაფერი შეიცვლება, მალე მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა ძალიან მწვავედ დადგება დღის წესრიგში, რადგან მატჩების ბედი მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული.

შესაძლოა, ღირდეს მოთამაშეებს მხოლოდ ერთი მოწოდება დაუტოვონ. უნდა სცადონ და გადაწყვიტონ, იმუშავებს თუ არა ეს. მე ინოვაციების მომხრე ვარ, მაგრამ თავიდან უმჯობესია მცირე ტურნირებზე ჩაატარონ ექსპერიმენტი“, – განაცხადა ნადალმა.