რაფაელ ნადალი - ჩემი კარიერა დასკვნით ეტაპზეა
რაფაელ ნადალი - ჩემი კარიერა დასკვნით ეტაპზეა

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ მისი კარიერა თანდათან დასასრულს უახლოვდება. ესპანელის სიტყვები „ტენის ვორლდ იუ-ეს-ეის“ (Tennis World USA) მოჰყავს –

„სამუდამო არაფერი არ არის. წლები გადის და ჩვენ ყველანი უკვე კარიერის დასკვნით ეტაპზე ვიმყოფებით. ეს ფაქტია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ კარიერის დასრულება მალე არ მოხდება. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია ბედნიერი ვიყო ჩოგბურთის გარეშეც“.

ესპანელმა ჩოგბურთელმა გასულ კვირას ითამაშა მექსიკის აკაპულკოს ტურნირზე, სადაც მეორე წრეში დამარცხდა ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან, რომელიც შემდეგ ჩემპიონი გახდა. იმ შეხვედრაში, ნადალმა სამი მატჩბოლი ვერ გამოიყენა.