რაფაელ ნადალი - არ ვიცი, მიხილავთ თუ არა წელს როლან გაროსზე
რაფაელ ნადალი - არ ვიცი, მიხილავთ თუ არა წელს როლან გაროსზე

მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი ეჭვობს, რომ ვერ ითამაშებს 2020 წელს როლან გაროსზე, თუმცა კარიერის დასრულებას არ გეგმავს.

„არ მგონია, რომ ჩემზე პაუზა უკეთ იმოქმედებს, ვიდრე სხვა ჩოგბურთელებზე. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ამ ყველაფრის შედეგი ერთნაირი იქნება – ყოველ შემთხვევაში იმათთვის, ვინც ასაკშია. პროგრესი ითხოვს უდიდეს ძალისხმევასა და სურვილს. დარწმუნებული ვარ, რომ მე მაქვს ეს თვისებები, მაგრამ არ ვიცი, მიხილავთ თუ არა წელს როლან გაროსზე. მე იქითკენ ვიხრები, რომ წელს საერთოდ არ ვითამაშებთ, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ვცდები.

არ მგონია, რომ ამ პაუზამ კარიერის დასრულებასთან მიმიყვანოს. ესპანეთში ყოველ დღე 800-900 ადამიანი იღუპებოდა. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია. დღეს არ არის როლან გაროსზე, უიმბლდონსა და აშშ-ის ღია პირველობაზე ფიქრის დრო. სპორტი დაბრუნდება, როცა ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ მე ჯერ არ ვაპირებ კარიერის დასრულებას“, – განაცხადა 33 წლის ნადალმა.

კორნავირუსის პანდემიის გამო, როლან გაროსი გადატანილია სექტემბერისთვის. ნადალი ამ ტურნირის 12-გზის ჩემპიონია.