რაფაელ ნადალი – არ ვიცი, კიდევ ვითამაშებ თუ არა 2020 წელს

16:14, 13.10.2020
Tennis - French Open - Roland Garros, Paris, France - October 11, 2020 Spain’s Rafael Nadal celebrates with the trophy after winning the French Open final against Serbia’s Novak Djokovic REUTERS/Christian Hartmann

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა 2020 წლის სეზონის დარჩენილ ნაწილში თავის გეგმებზე ილაპარაკა.

„არ ვიცი, როგორი კალენდარი მექნება წლის ბოლომდე. არ შემიძლია იმის თქმა, კიდევ ვითამაშებ თუ არა 2020 წელს. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, ჩვეულებრივი რეჟიმით გავაგრძელებ თუ მომდევნო წლამდე აღარ გავალ კორტზე.

გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. უნდა დაველაპარაკო ოჯახს და გუნდს ATP-ის შემაჯამებელი ჩემპიონატისა და სხვა ტურნირების თაობაზე. უნდა დავმშვიდდე, გავაანალიზო სიტუაცია და მომდევნო ნაბიჯი გადავდგა.

ავსტრალიაში ღია პირველობის დაწყებამდე ორკვირიან კარანტინში უნდა წავიდეთ. ამჟამინდელი სიტუაცია მოითხოვს გონივრულ და სწორ გადაწყვეტილებებს. ბოლო დღეებში ვფიქრობდი როლან გაროსზე და სხვა ყველაფერი გვერდზე გადავდე”, – განაცხადა ნადალმა Tennis World USA-სთან კომენტარში.

მსგავსი