რაფაელ ნადალი ახალ იახტას ყიდულობს

11:47, 23.07.2019

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ახალი იახტა შეუკვეთა.

როგორც გაზეთი „ელ პაისი“ (El Pais) წერს, უფრო ადრე ნადალმა თავისი ძველი იახტის, „ბეთჰოვენის“ 2.6 მილიონ ევროდ გაყიდვა გადაწყვიტა. მისი ახალი იახტის – კატამარან 80 Sunreef Power-ის ღირებულება დაახლოებით ხუთი მილიონი ევრო იქნება.

ნადალის ამ ახალი სატრანსპორტო საშუალების სიგრძეა 27 მეტრი და მას შვიდი კაიუტა აქვს.

ამ კატამარანის პირველ ეგზემპლარს წელს კანში ყოველწლიურ იახტ-შოუზე წარადგენენ.

ახალ იახტას ლეგენდარულ ჩოგბურთელს 2020 წელს გადასცემენ.

მსგავსი