რაფაელ ნადალი აგვისტოს შემდეგ პირველ ტურნირზე ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
რაფაელ ნადალი აგვისტოს შემდეგ პირველ ტურნირზე ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ავსტრალიის ქალაქ მელბურნის ATP250 კატეგორიის ტურნირის ნახევარფინალში უბრძოლველად გავიდა. ესპანელი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში ნიდერლანდელ ტალონ გრიკსპურს უნდა შეხვედროდა, რომელმაც ტრავმის გამო უარი თქვა თამაშზე.

ეს არის პირველი ოფიციალური ტურნირი, რომელშიც ნადალი გასული წლის აგვისტოს შემდეგ თამაშობს. ესპანელს თითქმის ნახევარი წელი ტრავმის გამო გაუცდა და კორტზე სწორედ მელბურნის ტურნირზე დაბრუნდა. მერვედფინალში „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა ლიეტუველი რიკარდას ბერანკისი 6:2, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა, რომლის დროსაც რაფამ პირველი მოწოდებით ქულების 78 პროცენტი მოიგო.

ნახევარფინალში ნადალის მეტოქე ფინელი ემილ რუუსვორი იქნება.

დატოვე კომენტარი