რაფაელ ნადალი 600 კვირაა, რეიტინგის ტოპ-სამეულშია, ეს მეორე შედეგია ისტორიაში
რაფაელ ნადალი 600 კვირაა, რეიტინგის ტოპ-სამეულშია, ეს მეორე შედეგია ისტორიაში

ახალი რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ, ესპანელი რაფაელ ნადალი გახდა მეორე ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც 600 კვირა გაატარა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგის ტოპ-სამეულში. ამის შესახებ იტყობინება Tennis Head.

ამ მაჩვენებლით ლიდერია შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, რომელსაც რეიტინგის TOP3-ში 748 კვირა აქვს გატარებული.

„დიდი სამეულის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეოთხე ადგილზეა. მისი შედეგია – 569 კვირა.