რაფაელ ლეაო შეიძლება „ბარსელონაში“ გაიცვალოს #1TVSPORT
რაფაელ ლეაო შეიძლება „ბარსელონაში“ გაიცვალოს #1TVSPORT

„ბარსელონა“ დაინტერესებულია „მილანის“ პორტუგალიელი გარემარბის რაფაელ ლეაოს შეძენით.

როგორც გამოცემა El Nacional წერს, იტალიური კლუბი 25 წლის ფეხბურთელს 100 მილიონ ევროდ აფასებს, რომლის გადახდაც „ბარსელონას“ არ შეუძლია. ამიტომაც, კატალონურმა კლუბმა შეიძლება „მილანს“ შესთავაზოს გარიგება „ფული+ფეხბურთელის“ ფორმატით. „ბარსელონა“ ამ გაცვლაში ფერან ტორესს ჩართავს, რომელიც მოსწონს მილანელთა მთავარ მწვრთნელს სერჟიო კონსეისაოს.

ასევე იტყობინებიან, რომ რაფაელ ლეაო „ბარსელონას“ პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ამ სეზონში პორტუგალიელმა 31 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.