რაფაელ ლეაო სერია A-ს MVP გახდა #1TVSPORT
რაფაელ ლეაო სერია A-ს MVP გახდა #1TVSPORT

„მილანის“ პორტუგალიელი ფორვარდი რაფაელ ლეაო სერია A-ს 2021-2022 წლების სეზონის უძვირფასესი ფეხბურთელი (MVP) გახდა. ამის შესახებ ლიგის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

„ეჭვგარეშეა, ლეაო „მილანის“ ჩემპიონობის სიმბოლოა. ეს არის ფორვარდი, რომელსაც შეუძლია ყოველთვის შთამბეჭდავი სანახაობა აჩვენოს. საფეხბურთო აზარტმა, არაპროგნოზირებადობამ, სპორტული ძალამ და სისწარფეზე ტექნიკამ ის უკვე აქცია საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ“, – განაცხადა სერია A-ს გენერალურმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.

დასრულებულ სეზონზე 22 წლის ლეაომ „მილანში“ 34 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.