გერმანელი ჩოგბურთელი ალექსანდრ ზვერევი მალიორკაში „დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონის, რაფაელ ნადალის აკადემიაში ვარჯიშობს, – იტყობინება Sky Sport Germany.
წყაროს ცნობით, ახლო მომავალში ზვერევის მწვრთნელი გახდება რაფაელ ნადალის ბიძა ტონი ნადალი, თავად რაფა კი გერმანელი ჩოგბურთელის გუნდს დამატებითი დამრიგებლის რანგში შეუერთდება.
28 წლის ზვერევს ATP-ს დონეზე 26 ტურნირი აქვს მოგებული, ორჯერ გაუმარჯვია წლის შემაჯამებელ ტურნირზე, მაგრამ არ აქვს ტიტული „დიდი სლემის“ ტურნირებზე, თუმცა სამჯერ ყოფილა ფინალში – 2020 წელს აშშ-ის ღიაზე, 2024 წელს როლან გაროსზე და 2025 წელს ავსტრალიის ღიაზე. ამ მომენტისთვის ზვერევი მესამე ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში.