რაფაელ ბენიტესს ჩინეთში მუშაობის სანაცვლოდ 15 მილიონი შესთავაზეს
რაფაელ ბენიტესს ჩინეთში მუშაობის სანაცვლოდ 15 მილიონი შესთავაზეს

„ნიუკასლის“ მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს ჩინეთის სუპერლიგის გუნდ „დალიან იფანგის“ გაწვრთნის სანაცვლოდ, წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობენ. 59 წლის ესპანელ სპეციალისტს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება, თუმცა მაიკ ეშლიმ, რომელიც „ნიუკასლის“ მესაკუთრეა, მას ახალი შეთანხმება უკვე შესთავაზა.

მიუხედავად ამისა, როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია „ბიბისი“ (BBC) იუწყება, ბენიტესი ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ აპირებს და დიდი ალბათობით ივლისიდან „სენტ-ჯეიმს პარკს“ დატოვებს.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელს ჩელსიში მაურიციო სარის შემცვლელადაც მოიაზრებენ.