რაფა ნადალმა ოპერაციის შემდეგ პირველად ივარჯიშა
რაფა ნადალმა ოპერაციის შემდეგ პირველად ივარჯიშა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა, პირველი ვარჯიში ჩაატარა ოპერაციის შემდეგ. ამის შესახებ ჩოგურთელმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა. რაფამ მალიორკაზე საკუთარ აკადემიაში ივარჯიშა.

ესპანელმა 2018 წლის სეზონის მეორე ნახევარში გაიკეთა ოპერაცია ტრავმირებულ ფეხზე. ნადალმა სექტემბერში ვერ შეძლო აშშ-ის ღიას ნახევარფინალის დასრულება ხუან მარტინ დელ პოტროს წინააღმდეგ და მას შემდეგ კორტზე აღარ გასულა.

2018 წლის ბოლოს, ნადალი აბუ დაბიში, საჩვენებელ ტურნირში აპირებს მონაწილეობის მიღებას.