რაფა ნადალი შემოდგომაზე იქორწინებს
რაფა ნადალი შემოდგომაზე იქორწინებს

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა ხისკა მარია პერელიოზე ქორწინება 2019 წლის შემოდგომაზე გადაწყვიტა. წყვილი ერთმანეთს უკვე 14 წელია ხვდება და შარშან გაზაფხულზე, იტალიის დედაქალაქ რომში დაინიშნენ. ამ ინფორმაციას გამომცემლობა „ჰოლა“ (Hola) ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, საქორწინო ცერემონია ნადალის მშობლიურ კუნძულ მალიორკაზე გაიმართება.

რაფაელ ნადალი „დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის ჩემპიონია. მან წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე ფინალამდე მიაღწია და  სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან სამ სეტში წააგო.