რაფა ნადალი საუკეთესოა... ანტირეკორდით
რაფა ნადალი საუკეთესოა... ანტირეკორდით

მამაკაცებს შორის 2018 წლის სეზონი დასრულდა. ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი აღმოჩნდა რაფაელ ნადალი, რომელმაც 5 ტურნირი მოიგო. ეს არის ყველაზე ცუდი შედეგი 2002 წლიდან, როცა ამერიკელმა ანდრე აგასიმ და ავსტრალიელმა ლეიტონ ჰიუიტმა ლიდერობა გაიყვეს ასევე 5-5 მოგებით.

გასულ სეზონში ესპანელმა ჩოგბურთელმა მოიგო: როლან გაროსი, სამი „მასტერსი“ (მონტე კარლო, რომი, ტორონტო) და ბარსელონას ტურნირი. ამასთან, ესპანელი ჩოგბურთელი არ თამაშობდა აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ და რეიტინგში ლიდერობა დაუთმო ჯოკოვიჩს.

2018 წელს, ნადალს თითო მოგებით ჩამორჩნენ – ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი და ალექსანდრ ზვერევი.