„ლივერპულისა“ და „ნაპოლის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ახლოს არის „პანათინაიკოსში“ დანიშვნასთან, – იტყობინება ბერძნული გამოცემა Sport24.gr.
წყაროს ცნობით, 65 წლის ესპანელი სპეციალისტი ამჟამად ათენში იმყოფება, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებს „პანათინაიკოსის“ მფლობელთან და პრეზიდენტთან იანის ალაფუზოსთან. მხარეები განიხილავენ შესაძლო კონტრაქტის ფინანსურ პირობებს.
პრესის მონაცემებით, ბენიტესს შესთავაზებენ 2.5-წლიან ხელშეკრულებას წლიური 5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.
ბენიტესის ბოლო სამუშაო ადგილი იყო ვიგოს „სელტა“, რომელსაც 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მარტამდე ავარჯიშებდა.
„პანათინაიკოსში“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია 2025 წლის სექტემბრიდან, როცა კლუბის ხელმძღვანელობამ გაანთავისუფლა რუი ვიტორია.