მას შემდეგ, რაც იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ლუჩანო სპალეტიმ, ხოლო მისი ადგილის დაკავებაზე უარი განაცხადა კლაუდიო რანიერიმ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გაააქტიურა ეროვნული გუნდისთვის ახალი დამრიგებლის ძიების პროცესი. ერთ-ერთი პრეტენდენტი გახდა ესპანელი რაფაელ ბენიტესი, რომელსაც იტალიელი გულშემატკივრები კარგად იცნობენ სერია A-ში მუშაობიდან.
როგორც იტალიური პრესა წერს, ფედერაციამ იცის ესპანელი სპეციალისტის მოთხოვნების შესახებ. ბენიტესი მზად არის მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასევე განიხილება იტალიის ნაკრებში რობერტო მანჩინის დაბრუნება ან ფაბიო კანავაროსა და ჯენარო გატუზოს მიწვევა, ბენიტესის ვარიანტს ფედერაციაში სერიოზულად განიხილავენ.
ესპანელის კანდიდატურა რამდენიმე მიზეზით არის მიმხიბვლელი: ის უკვე მუშაობდა იტალიაში, შესანიშნავად ესმის ადგილობრივი ფეხბურთის სპეციფიკა და ფლობს იტალიურ ენას. 2010 წელს მან „ინტერთან“ ერთად მოიგო იტალიის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, „ნაპოლისთან“ ერთად კი ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიპოვა.
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფავორიტთა შორის რაფაელ ბენიტესის გამოჩენა იმის ნიშანია, რომ იტალიის ფედერაციაში მზად არიან, აქცენტი გააკეთონ საერთაშორისო გამოცდილებაზე.