რადოსლავ სიკორსკი – პრეზიდენტ ტრამპს გამარჯვებულები მოსწონს, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება

02:48, 27.07.2026

პრეზიდენტ ტრამპს გამარჯვებულები მოსწონს, უკრაინა კი ამტკიცებს, რომ იმაზე ძლიერი კოზირები უჭირავს, ვიდრე ის მოელოდა, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, არ გაუკვირდება, რომ მალე აშშ-ის პრეზიდენტის საყვარელ პოლიტიკოსად მისი უკრაინელი კოლეგა იქცეს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, – განაცხადა სიკორსკიმ.

მსგავსი