რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკს მიმართავს – რატომ არ უშლი ხელს რუსებს „სტარლინკის“ გამოყენებაში, ომის დანაშაულებზე ფულის კეთებამ, შესაძლოა, დააზიანოს შენი ბრენდი

09:55, 28.01.2026
Gdañsk, 07.06.2024. Kampania wyborcza do Parlamentu Europejskiego 2024. Minister spraw zagranicznych Rados³aw Sikorski podczas konferencji w prasowej w Dworze Artusa w Gdañsku, 7 bm. (jm) PAP/Andrzej Jackowski

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკს მიმართავს და რუსებისთვის „სტარლინკის“ გამოყენების შეზღუდვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ რადოსლავ სიკორსკი სოციალურ ქსელში წერს.

სიკორსკიმ სოციალურ ქსელში ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანგარიში გააზიარა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსები ილონ მასკის „სტარლინკების“ თანამგზავრებს უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმების განსახორციელებლად იყენებენ.

„დიდო კაცო, ილონ მასკ, რატომ არ უშლი ხელს რუსებს „სტარლინკის“ გამოყენებაში უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმებისთვის? ომის დანაშაულებზე ფულის კეთებამ, შესაძლოა, დააზიანოს შენი ბრენდი“, – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი