რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში შუამავლის როლში აშშ-ის ადგილი, შესაძლოა, თურქეთმა ან ჩინეთმა დაიკავოს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ვარშავაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში შუამავლის როლში აშშ-ის ადგილი, შესაძლოა, თურქეთმა ან ჩინეთმა დაიკავოს.
სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი წარმატებას უსურვებს აშშ-ს რუსეთსა და უკრაინას შორის „შუამავლობის ძალისხმევაში“.
„მაგრამ თუ ეს გზა წარუმატებელი აღმოჩნდება, არსებობენ სხვა კანდიდატებიც. არის თურქეთი, რომელიც ინარჩუნებს კომუნიკაციის არხებს და შემდეგ, პირველ რიგში, არის ჩინეთი, რომელსაც სხვებზე მეტად აქვს საშუალება, აიძულოს პუტინი, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და შეარბილოს თავისი მოთხოვნები“, – აღნიშნა სიკორსკიმ.