რადიო SportFM-ი ქართველ მცველზე წერს - ლაშა დვალი „აპოელის“ საკვანძო მოთამაშე გახდა #1TVSPORT
რადიო SportFM-ი ქართველ მცველზე წერს - ლაშა დვალი „აპოელის“ საკვანძო მოთამაშე გახდა #1TVSPORT

ლაშა დვალი ხანგრძლივი ტრავმების, გაცდენილი დროისა და უთამაშებლობის შემდეგ ჩემპიონობისთვის მებრძოლი „აპოელის“ ძირითადი შემადგენლობის საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ რადიო SportFM-ი წერს.

„ლაშა დვალი ბოლო თამაშებში გუნდის საკვანძო მოთამაშეა. ქართველი მცველი, როგორც ჩანს, შესანიშნავ ფორმაშია და ხოსე ანხელ კრესპოსთან ერთად უკანახაზში ბრწყინვალე დუეტს ქმნის.

ამავე დროს, როცა დვალი „აპოელის“ შეტევაში ერთვება, ძალიან საშიშია მეტოქისთვის. ის ლიგაში ყველა გუნდის დაცვისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მან „აპოლში“ ჩატარებულ 23 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, მიუხედავად თავისი პოზიციისა. დვალმა კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ თავით გაუტანა „პაფოსს“ და „აპოელს“ ერთი ქულა მოუტანა, ლარნაკას „აეკთან“ კი თავი საჯარიმოს გათამაშების შემდეგ გამოიჩინა. მანამდე მან „დოქსასთან“ (1:1) და „ომონიასთან“ (4:0) შეძლო გატანა“, – წერს SportFM-ი.