Radio Cadiz – „კადისი“ საინტერესო ქართული კონტინგენტის ჩამოყალიბებას იწყებს #1TVSPORT

12:32, 19.08.2026

მცირე დეტალებიღა დარჩა და საქართველოს ნაკრების 25 წლის მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარ „კადისში“ ითამაშებს, სადაც შარშან იური ტაბატაძე გადავიდა, – ინფორმაციას Radio Cadiz-ი ავრცელებს.

„„კადისი“ საინტერესო ქართული კონტინგენტის ჩამოყალიბებას იწყებს. გოჩოლეიშვილი კლუბში ჩარიცხვას მიუახლოვდა. გარიგება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ, თუ არაფერი შეიცვალა, ტრანსფერი უახლოეს საათებში ოფიციალურად დაიხურება.

გოჩოლეიშვილი მარჯვენა ფლანგის მცველია, რომელიც უფრო შეტევაზეა ორიენტირებული, ვიდრე დაცვაზე. ის დაუღალავად შრომობს, უბურთოდ კარგად გადაადგილდება და მოედნის ბოლო მესამედშიც აქტიურია, თუმცა მას დაცვით ფაზაში პრობლემები აქვს“, – წერს Radio Cadiz-ი.

გოჩოლეიშვილი „იბერიის“ აღზრდილია, ისევე როგორც იური ტაბატაძე. გიორგი 2023 წელს დონეცკის „შახტარში“ გადავიდა, რის შემდეგაც ჯერ „კოპენჰაგენში“ გაუშვეს იჯარით, შარშან კი – „ჰამბურგში“, რომლის რიგებშიც 27 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი