რადიკალმა ისლამისტებმა პაკისტანში კონტრტერორისტული ცენტრი დაიკავეს და მძევლები აიყვანეს
რადიკალმა ისლამისტებმა პაკისტანში კონტრტერორისტული ცენტრი დაიკავეს და მძევლები აიყვანეს

რადიკალმა ისლამისტებმა პაკისტანში კონტრტერორისტული ცენტრი დაიკავეს და მძევლები აიყვანეს.

როგორც „როიტერი“ ქალაქ ბანუს პოლიციაზე დაყრდნობით წერს, გაურკვეველია, ტერორისტები თავს დაესხნენ ცენტრს გარედან, თუ მათ წაართვეს საბრძოლო მასალა პერსონალს ცენტრის შიგნით, მათი დაკავების შემდეგ, დაკითხვის დროს.

კონტრტერორისტულ ცენტრს პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა ალყა შემოარტყეს. შენობაში დაახლოებით 15 ისლამისტი იმყოფება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რადიკალ ისლამისტებს პაკისტანის მეზობელ ავღანეთში სურთ გადასვლა.