რაბიოს „იუვენტუსში“ აღარ მოსწონს
რაბიოს „იუვენტუსში“ აღარ მოსწონს

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი ადრიენ რაბიო უკმაყოფილოა ტურინულ კლუბში თავისი მდგომარეობით. ამის შესახებ დაწერა „ფუტბოლ  იტალიამ“.

წყარო ამტკიცებს, რომ ფრანგი შეშფოთებულია ახალ გუნდში სათამაშო დროის რაოდენობით, რადგან სეზონის დაწყებიდან დღემდე ადრიენმა მინდორზე მხოლოდ 27 წუთი გაატარა.

თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ნახევარმცველმა, შესაძლოა, უკვე იანვარში შეიცვალოს კლუბი.

შეგახსენებთ, რომ რაბიო „იუვენტუსში“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ ამ ზაფხულს გადავიდა. იტალიურ კლუბთან მას 2023 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი.