რაბიო კარანტინიდან დაბრუნდა და „იუვენტუსის“ განკარგულებაშია
რაბიო კარანტინიდან დაბრუნდა და „იუვენტუსის“ განკარგულებაშია

„იუვენტუსის“ ფრანგი ნახევარმცველი ტურინში დაბრუნდა და კლუბის განკარგულებაშია, – იუწყება Football Italia.

ადრიენ რაბიო სამშობლოში, კარანტინში იმყოფებოდა და იტალიაში დაბრუნება არ სურდა, სანამ სერია ა-ს განახლების ზუსტი თარიღი არ დადგინდებოდა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყო ფრანგი ფეხბურთელის „ჯიუტობით“ და მის გაყიდვასაც კი გეგმავდა.

ადრიენ რაბიოს იტალიაშიც კარანტინში მოუწევს ყოფნა, სანამ კორანავურუსის საფრთხე არ გამოირიცხება და გუნდთან ერთად ვარიჯიშის ნებართვას მიიღებს.

მიმდინარე სეზონში რაბიომ ტურინელთა შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა.