რა თქმა უნდა, ის უკმაყოფილოა, მაგრამ კარგად იქცევა – ანჩელოტი ნეიმარის სათამაშო დროზე #1TVSPORT

14:53, 04.07.2026

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ილაპარაკა გუნდში ფორვარდ ნეიმარის როლზე.

34 წლის ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა – 76-ე წუთზე შევიდა მოედანზე შოტლანდიასთან ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში. 1/16-ფინალში იაპონიასთან ნეიმარი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

„დიახ. ის მზად არის 90 წუთი სათამაშოდ. რა თქმა უნდა, მას არ მოსწონს შექმნილი სიტუაცია, მაგრამ კარგად იქცევა, შესანიშნავად ვარჯიშობს.

ნეიმარი დიდი პატივისცემით სარგებლობს, კეთილგანწყობილი ადამიანია და თანაგუნდელებს ძალიან უყვართ. მას მნიშვნელოვანი როლი აქვს გუნდში, ის დიდი ფეხბურთელია და ამასთან, მოკრძალებულ ადამიანად რჩება. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ნეიმარით. და, რა თქმა უნდა, მას უნდა თამაში, როგორც ყოველთვის“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

მსგავსი