რა თანხა გამოიმუშავეს მებრძოლებმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდზე #1TVSPORT
ლას ვეგასში კვირას UFC 259 გაიმართა. „აპექსის“ დარბაზში სულ 15 ბრძოლა შედგა, საიდანაც 3 სატიტულო იყო.
ოქტაგონზე გულშემატკივარმა 4 ჩემპიონი იხილა. პოლონელმა ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა იან ბლაჰოვიჩმა ტიტული პირველად დაიცვა და აქამდე წაუგებელ ნიგერიელს პირველი მარცხი აგემა. აღნიშნული გამარჯვებით იანმა 1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, სპონსორის ბონუსიდან კი – 40 000$ მიიღო. ანალოგიური ბონუსი ჰქონდა ისრაელ ადესანიასაც. „იზიმ“ ჰონორარის სახით 600 000$ დაიმსახურა
სხვა მებრძოლების გამომუშავებული თანხები ასე გამოიყურება:
ამანდა ნუნესი – $630 000
მეგან ანდერსონი – $70 000
ალჯამეინ სტერლინგი – $230 000
პეტრ იანი – $210 000
ისლამ მახაჩევი – $175 000
დრიუ დობერი – $50 000
ალექსანდერ რაკიჩი – $210 000
ტიაგო სანტოსი – $65 000
